წულუკიანმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შექმნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. ასევე დამტკიცდა კომისიის დებულება.
ბრძანება თეა წულუკიანმა დღეს 21 ივნისს გამოსცა.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია მუშაობას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს და საქმიანობას შეწყვეტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.
მისი მიზანია საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბერში გასამართი მორიგი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირება. თეა წულუკიანის ბრძანების თანახმად,უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან : ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; კ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი, კომისიის მდივანი; ლ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე; მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; ნ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი; პ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი.
იუსტიციის მინისტრის ბრძანება „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ დღესვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში.

banner
წინა სტატიაში“კერენსკის დროებით მთავრობა” – გრიგოლ ვაშაძე ახალ სამთავრობო გუნდზე
შემდეგი სტატიახვალ ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება