თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ “წულუკიანის შეურაცხყოფისთვის” აქტივისტ ალბი კორძაიას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
11 აპრილს, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე თქვა, რომ ის არის “უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის”. იმავე საღამოს აქტივისტები წულუკიანის განცხადების გასაპროტესტებლად, მის სახლთან მივიდნენ. შსს კორძაიას სწორედ აღნიშნულ აქციაზე ედავებოდა სამართალდარღვევას ედავებოდა.