წულუკიანის შესაძლო გადადგომას მისი მოადგილე არ ადასტურებს

იუსტიციის მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს მისი პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე. სარჯველაძის განცხადებით, თეა წულუკიანთან ბოლო კომუნიკაცია მას გუშინ ჰქონდა, რა დროსაც ისაუბრეს მიმდინარე საკითხებზე და გადადგომას ან მსგავს თემას საუბარი არ შეხებია.

„ამ ინფორმაციას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. რომ დაგიდასტუროთ, ამისთვის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. გუშინ, კვირა დღის მიუხედავად, მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ეს რამდენიმე ნორმატიული აქტის პროექტი იყო, რომელთან დაკავშირებითაც მოსაზრებები გავცვალეთ. სხვა მსგავს თემაზე საუბარი არ გვქონია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : 2020 წლის არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს
შემდეგი სტატიადღეს არსებული მოდელი, რასაც გვთავაზობს “ოცნება” არის მიუღებელი – ოთარ კახიძე მოსამართლეების დანიშვნაზე