2004-2008 წლებში საქართველოს კულტურის მინისტრის, გიორგი გაბაშვილის ინფორმაციით, არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიამ დაიბარა.
მისი თქმით, მისვლას არ აპირებს.
“წულუკიანის “კომისიიდან” ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე. 29-ში გამოცხადდი და 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო.
ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 იგულისხმება როგორც ჩანს. საქართველოს ყველაზე სერიოზული წარმატება ასამბლეაში. რეზოლუცია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. რუსებმა და კომუნისტებმა მაშინ დარბაზი დატოვეს პროტესტის ნიშნად.
ეგ რუსები და ბოლშევიკები დღეს საქართველოს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და “კომისია” მოაწყვეს.
რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა”, – წერს ის.