წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ოლიგარქის პროკურატურამ ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ოლიგარქის პროკურატურამ ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა – “ძლიერი საქართველოს” ერთ ერთმა ლიდერმა საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა.

პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სავარაუდოდ, “საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე”, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა.

“პროკურატურის შემდეგი ნაბიჯები რა იქნება მე არ ვიცი. ცხადია, რომ დღევანდელი რეპრესიული რეჟიმი პროკურატურასაც და სასამართლოსაც იყენებს ოპონენტებზე ანგარიშსწორებისთვის.” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურაში ბრალის გაცნობის შემდეგ. მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ პროკურატურა აღკვეთის რა ღონისძიებას მოითხოვს.

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ანდა, ჯარიმას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა
შემდეგი სტატიასანამ წულუკიანი და საბჭოთა ტროიკის მსგავსი კომისია წარსდგება დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს წინაშე, მივმართავთ სტრასბურგს – ძლიერი საქართველო