წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებული ნიკა მელიასა და გივი თარგამაძის საქმეებზე განაჩენი დღეს, 27 ივნისს გამოცხადდება

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებული ნიკა მელიასა და გივი თარგამაძის საქმეებზე განაჩენი დღეს, 27 ივნისს გამოცხადდება.

თარგამაძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზეა ჩანიშნული და როგორც ცნობილია, თავად თარგამაძე განაჩენის გამოტანას არ დაესწრება.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მისი სასამართლო 13:30 საათზეა ჩანიშნული. ის უკვე იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, მას თავდაპირველად 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მისი გადაუხდელობის გამო, ის მოგვიანებით პატიმრობით შეიცვალა. აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხზე სასამართლოს 30 მაისს უნდა ემსჯელა, თუმცა მელია სასამართლოს წინა დღეს, 29 მაისს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი – მინდა, ხელი გავუწოდო სააკაშვილს, ის არის ისტორიული ტიპი, ომი არ დაუწყია სააკაშვილს
შემდეგი სტატიასასამართლომ გივი თარგამაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა