წულუკიანის კომისიაზე გახარიას Online რეჟიმში, 2 ივლისს გამოკითხავენ

თეა წულუკიანის განმარტებით, გიორგი გახარიას ონლაინ-რეჟიმში, 2 ივლისს გამოკითხავენ, – ამის შესახებ საუბრისას წულუკიანმა დაამატა, რომ გახარიამ თავად უნდა უზრუნველყოს ჩართვისთვის ნორმალური პირობები.

“არ ვეუბნებით გახარიას ჩართვაზე უარს, მაგრამ მოთხოვნა არის კომისიის, რომ უზრუნველყოს საამისოდ, 2 ივლისს, ტექნოლოგიურად და ლოგისტიკურად ჩართვისათვის ნორმალური პირობები და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას, რაც გამორიცხავს ნებისმიერ სხვაგვარ ქმედებას. სანამ თავმჯდომარე არ იტყვის, რომ ბატონი გახარიას ასხნა-განმარტების ნაწილში სხდომა ამოწურულია, მას ექნება ჩვენთან ერთად ყოფნის ვალდებულება. ეს სხდომა არ იქნება ხანმოკლე. მოვუსმინოთ, თბილისის დროით, 2 ივლისს, არაუადრეს 16:00 საათზე”. – თქვა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშითიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს  განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
შემდეგი სტატიაპარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას 2 ივლისს დისტანციურად გამოჰკითხავს