წულუკიანის განცხადებით კმაყოფილი რუსი მსახიობი

მსახიობმა სტანისლავ სადალსკიმ კომენტარი გააკეთა საქართველოს ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის განცხადებაზე თბილისის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარის თქმის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მან ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო “აღმერთებს საქართველოს”.

“თბილისი არ აპირებს და არც აპირებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რადგან მას არ სურს უკრაინის კონფლიქტში ჩართვა. ქართველებმა აირჩიეს რუსეთი და ფული და არა ევროპა და სიღარიბე. ვაღმერთებ საქართველოს”, – წერს სადალსკი.

15 იანვარს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისი სამხედრო დახმარებას არ გაუწევს კიევს: „საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს საქართველოს სახელმწიფოს სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავუწევთ სამხედრო დახმარებას დაპირისპირების ერთ-ერთი მხარეს“.

banner
წინა სტატიაშიავიაკატასტროფაში დაღუპული უკრაინის შს სამინისტროს ხელმძღვანელობა ცხელ წერტილში მიფრინავდა
შემდეგი სტატიალავროვი: ზელენსკისთან საუბარი არ შეიძლება