წულუკიანის განცხადების შემდეგ ომბუდსმენის აპარატთან შეკითხვები უმრავლესობასაც გაუჩნდა

საპარლამენტო უმრავლესობაში იზიარებენ იუსტიციის მინისტრის მოსაზრებას, რომელმაც ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების ჩავარდნის მიზეზად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და სახალხო დამცველი დაადანაშაულა.

„მე სახალხო დამცველის მთელ რიგ პოზიციებთან დაკავშირებით შეკითხვები მაქვს, პირადად მის მიმართაც, მის აპარატში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაღაც ბევრი ხალხი დაითხოვეს, დაცული იყო თუ არა მათი უფლებები, ბევრმა მათგანმა თავი აღიდგინა, ხომ არ ჯობდა გაეარა თავიდანვე კონსულტაციები, კანონიერება დაეცვა და სასამართლოში ეს მისი გადაწყვეტილებით არ დაკნინებულიყო სახალხო დამცველის ავტორიტეტი,“ – აცხადებს გია ვოლსკი

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
შემდეგი სტატია(VIDEO) შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, ორი პირი დააკავა