“წულუკიანის გადადგომის მოთხოვნაზე საუბარი ზედმეტია” – მათიკაშვილი არასამთავრობოებს

თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა არასერიოზულია – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი. მათიკაშვილის თქმით, ფოკუსირება პრობლემის მოგვარებაზე უნდა მოხდეს.
„ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ამბიციებსა და ინტერესებს უნდა გავცდეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მაქსიმალურად იქნა აღებული. ამის დამადასტურებელია, თუნდაც, მთავარი პროკურორის გადადგომა. ქართულ პოლიტიკაში ისეთი რამ ხშირად არ ხდება, როცა ასეთი თანამდებობის პირები პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ და ამ ნაბიჯებს დგამენ. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ამ ნაბიჯით ყველა პრობლემა გვარდება, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილებები პასუხისმგებლობის მანიშნებელია. ჩანს, რომ სახელმწიფო ამ პრობლემის წინაშე ადეკვატურად იქცევა. იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე საუბარი კი, ზედმეტია”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე იმ პირთა შორის იქნებიან, ვინც საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებენ