წულუკიანი: ზურაბიშვილმა თქვა, რომ ომი ჩვენ დავიწყეთო. ეს იყო ჩემთვის სერიოზული ხელშეშლა სტრასბურგში

“მახსენდება ერთი კონკრეტული, მწარე შემთხვევა, როდესაც სტრასბურგში ჩემი იურისტები მყავდა გაგზავნილი, უწყებათაშორისი შტაბი გვქონდა შექმნილი აგვისტოს ომის საქმეზე. ბოლომდე გვეთანამშრომლებოდა თავდაცვის უწყება, გენერალური შტაბი, შსს, სუს-ი და პროკურატურა, ამ ყველაფრის მთავარი ლიდერი, გამოძიების და იუსტიციის სამინისტრო დავის მწარმოებელი. აი ეს მთელი ბლოკი ვისხედით და ვმუშაობდით. შემდეგ მე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ვაგზავნიდი, რომ დავა დაეცვათ. მეორე მხარეს მათ დახვდებოდათ რუსი თანამშრომლები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ – თქვენ მოიგონეთ, თავს დაგვესხით, ისკანდერი გორში არ ჩამოგვიგდია, ეს ფოტოშოპია და ა.შ. და გამოდის ქალბატონი სალომე, რომელიც ამ დროს უკვე არის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამპანია მიდის და ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთო. ეს იყო ჩემთვის სერიოზული ხელის შეშლა. მე ეს მისთვის არასოდეს მისაყვედურია და რაკი იმაზე მიდგა საქმე, ვის რა სურს და ვინ ვის ელოლიავება, ეს არის ჩემი სერიოზული პრეტენზია…”- თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტზე: შეიძლება კონსტიტუცია ვერ გაიგო კარგად
შემდეგი სტატიადუდა: რუსეთის ფედერაციამ უნდა წააგოს ომი უკრაინასთან, რათა ეს უკანასკნელი გახდეს თავისუფალი სამყაროს ნაწილი