წულუკიანი ჟურნალისტებს: აგერ ვარ მთავრობის წევრი და თუ რამის თავი გაქვთ, გადამაყენეთ

ტვ პირველს“ და ყველას გიპასუხებთ – რომ არ უნდა გადადგნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და მთავრობა. ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში ყოფნისას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რისი დასრულების შემდეგაც იქნება უპრიანი პასუხისმგებლობაზე საუბარი.

„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად. ექსპერტიზის პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ სავარაუდოდ არავითარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს. ეს ვარაუდია, დაველოდოთ გამოძიებას და პასუხისმგებლობები შემდეგ უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტებმა თეა წულუკიანს ჰკითხეს, „რას გულისხმობდა სიტყვებში – თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ“, რაზეც მინისტრმა უპასუხა:

„აგერ ვარ მთავრობის წევრი და თუ რამის თავი გაქვთ, გადამაყენეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა ოპერატორებზე: ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
შემდეგი სტატიასაპატრიარქო – ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხს, რომ არ სურთ მათ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, მიზანშეწონილია