წულუკიანი: ვარდების რევოლუცია იყო ხავერდოვანი რევოლუციის ფორმით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალება

“ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა იმ მოვლენების შედეგად, რომელსაც მცდარად დაერქვა რევოლუცია, ჩვენ ამას ვიკვლევთ და სავარაუდოდ ვიტყვით, რომ ეს არ იყო ხავერდოვანი რევოლუცია, ეს იყო ხავერდოვანი რევოლუციის ფორმით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ მერეც, როცა უკვე არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო, ისინი ხელისუფლებაში და ამ დარბაზში შემოვიდნენ გაყალბებული არჩევნების შედეგად,-განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში, მისი “საგამოძიებო კომისიის” ანგარიშის წარდგენის დროს. მისივე განცხადებით, ეს იყო ყველაფერთან ერთად, ანტიქართული რეჟიმი. ეს ცალსახად იკვეთება ჩვენი კვლევის შედეგად. ამჟამად ვმუშაობთ ძველ საგაზეთო სტატიებზე, ვმუშაობთ მათ მიერ მიღებულ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა ახალი ქართველის შექმნას, რეალურად ჩვენი ერის გადაგვარებას, ამაში წვლილი შეიტანა გრიფირებულმა სახელმძღვანელოებმა, რომლებიც გამოთხოვილი გვაქვს ახლა განათლების სამინისტროსგან.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: „მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკთან“ ერთად კეზერაშვილის და სააკაშვილის ავატარები იყვნენ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა ევროკავშირის თავდაცვის კომისარს, ანდრიუს კუბილიუსს საგამოძიებო კომისიაზე დაუძინებელი მტერი უწოდა