წულუკიანი: წელს პრეზიდენტმა მოქალაქეობის მინიჭებაზე ბევრს უთხრა უარი

“2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე 79 ფერეიდნელ ქართველს მიეცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეობაზე,” – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 5-წლიანი ანგარიში წარმოადგინა. წულუკიანმა განმარტა, რომ კომისიამ ინფორმაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა წელს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ გაცემული დასკვნების უმეტესობა უარყო და არ მიანიჭა მოქალაქეობა საქართველოში დაბადებულ ზოგიერთ ადამიანს. წულუკიანის განცხადებით, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა გიორგი მარჰველაშვილმა, კომისიისთვის უცნობია.

“კომისიამ 32 523 უცხოელის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნაზე იმსჯელა, 2311 შემთხვევაში გამოსცა დადებითი გადაწყვეტილება და გადაეგზავნა პრეზიდენტს. აღსანიშნავია, რომ 86%-ის შემთხვევაში საქმე ეხება საქართველოში დაბადებული ადამიანებს, ან საქართველოში დაბადებულ ყოფილ მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც 90-იან წლებში საზღვარგარეთ წავიდნენ, დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა და ახლა გადაწყვიტეს დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენმა სააგენტომ სწორედ ასეთ პირებზე გასცა დადებითი დასკვნა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სექტემბრის ბოლოს, იუსტიციის სახლთან ფერეიდანში მცხოვრები ქართველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრების შეცვლას ითხოვენ.

მათი თქმით, კომისიის წევრებმა 20 სექტემბერს 15 ფერეიდნელ ქართველს უარი უთხრა მოქალაქეობის მინიჭებაზე. კომისია 4 წევრისგან შედგება, აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტისგან ოთხივე წევრის შეცვას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი
შემდეგი სტატიალიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ