წულუკიანი: თეა წულუკიანი – ის ქობულეთელი გოგო სკოლაში ხომ დადიოდა, მაინტერესებს, რა გააკეთეს მასწავლებელმა და სკოლის დირექტორმა

„კითხვა არ მაქვს, უბრალოდ, კარგი იქნებოდა, იდეას შემოგთავაზებდით, თუ ამას გაიზიარებდით, რომ განათლების სამინისტროსთან, სოციალურ სააგენტოსთან ცოტა უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ ყველამ ერთად, რომ მუდმივად საზოგადოებას არ ეგონოს, რომ ნებისმიერი შემთხვევა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა და ბრალი. ჩვენ მოვახდინეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ძალიან დიდ დოკუმენტზე ხელმოწერის პატივი მე მხვდა წილად 2014 წელს სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს. არ გაგვიკეთებია „ქართულ ოცნებას“ ამ დიდი დოკუმენტის რატიფიცირება იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობა ისევ ყველას ეგონოს, რომ მხოლოდ პოლიციიის ბრალი და თემაა. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება სწორედ იმიტომ გავაკეთეთ, რომ ეს თემები გამხდარიყო უწყებათაშორისი თემები, როდესაც მასწავლებელს კლასში დადის, ის ქობულეთელი გოგო, რომელიც სკოლაში დადიოდა, მე მაინტერესებს და აქ რომ გვეყოლება მინისტრი, დავუსვამ კითხვას, რა გააკეთა მასწავლებელმა, ჩვენ პირდაპირ ჩავუწერეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისას კანონში მასწავლებელს და დირექტორს ვალდებულება, რომ ეს გამოავლინოს. რას აკეთებდა სოცმუშაკი, ამისთვის გავაკეთეთ ჩვენ სტამბოლში კონვენციის რატიფიცირება. თქვენ გაქვთ თქვენი კომპეტენციები, მე ამას არ უარვყოფ და პასუხიც გექნებათ, მაგრამ მუდმივად იმის ძახილი, რა გააკეთეთო, ეს არ არის მხოლოდ ერთი სამინისტროს თემა, ამას ემსახურება სტამბოლის კონვენცია, ამიტომ თქვენ ალბათ კარგი იქნებოდა, თუ მაქვს ამისი უფლება, რომ შემოგთავაზოთ, ამ უწყებებთან უფრო რაღაცნაირად თქვენ აიღოთ ინიციატივა, რომ ყველამ თავისი საქმე სათანადოდ შეასრულოს. მერი, სად იყო მერი, სად იყო მერის წარმომადგენელი იმ კონკრეტულ სოფელში თუ უბანში, არ იცოდა, ოჯახში რა ცოდვის განკითხვა ტრიალებდა? ეს არ არის ერთი ადამიანის და ერთი უწყების თემა, ეს არის უწყებათაშორისი საკითხი და იქნებ, თქვენ აღიმაღლოთ ამ მიზნით ხმა, რაშიც ჩვენც დაგეხმარებით“-განაცხადა განათლებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომა დამაზიანებელი იყო არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ თავად გიორგი გახარიასთვისაც
შემდეგი სტატიახაზარაძე: პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები