წულუკიანი სუს-ის ფაილებზე: პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი

“ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი. ეს არის ფაქტი” – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ სუს-ის საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, არ გამორიცხავს, ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებსაც მიმდინარე პროცესის სჯერათ, “პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლები აღმოჩნდნენ”.

“მე მინდა დავიცვა ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ავანტიურის, იყავით ფრთხილად, იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან. მე არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, სხვადასხვა, პროფესიონალიზმით თუ სისუფთავით ცნობილი ხალხი, რომლებსაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ”, – თქვა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ერთადერთი გზაა
შემდეგი სტატიათამარ ჩიხლაძე: დიალოგი, რომელიც სუს-ის ფაილებშია გაშიფრული, ნატა ფერაძის სახლში შედგა