წულუკიანი-სენატორის ტვიტერი სვანეთში ჯერ არ ამოსულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „მთავარი არხის“ მეწილისთვის გიორგი რურუასთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ ამ პროცესების პოლიტიზება არ მოხდება და მხარეებს, მათ შორის რურუას, შეეძლება, თავისი არგუმენტებით თავისივე სიმართლე ამტკიცოს შემდგომ ისტანციაში.

წულუკიანი რურუას საქმეზე ჯიმ რიშისა და ევროპარლამენტარების განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სენატორის ტვიტერი სვანეთში ჯერ არ ასულა.

„სენატორის ტვიტერი აქ, სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ამიტომ არ ვიცი, ეს ხუმრობით. რაც შეეხება ცოტა უფრო სერიოზულად, ეს არის ლობიზმი და ლობიზმის გამოვლინება, ლობიზმი ვინც იცის რაც არის, ის ხვდება, რაც ხდება. მე კი ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, ლობიზმი ისეთი ინსტიტუტია, რომელიც ხანდახან იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ესა თუ ის კანონმდებელი, სენატორი იქნება, თუ კონგრესმენი შეყვანილი იქნეს შეცდომაში“, – განაცხადა მინისტრმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლენტეხში იმყოფებოდა, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესს გაეცნო.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი აცხადებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ამრიხანაშვილმა, ქათამაძემ და ბრეგვაძემ შეცდომაში შეგნებულად შეიყვანეს
შემდეგი სტატიარაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა