წულუკიანი – სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია თავისუფლების მოედანზე

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და გამძლეობისთვის.

„მინდა, ჩემი დღევანდელი გამოსვლა მივუძღვნა ჩემზე უფროს თაობებს და ჩემზე უმცროსებს, ახალგაზრდებს. ჩვენ ვინც ვართ დღეს აქ, ხელისუფლებაში, ზოგმა გადაიარა 40 წელი, ზოგმა 50 წელიწადსაც მივუკაკუნეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმემ კი არ გვიამბო, როგორ მოიპოვა ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა, ჩვენ ეს ვნახეთ ჩვენი თვალით, როცა ვიყავით ბავშვები და ახალგაზრდები. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენმა უფროსმა თაობებმა დიდი გასაჭირი გამოიარეს, ბევრი ბრძოლა გადაიხადეს, ეს ის დრო იყო, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დროშა, ჰიმნი, არ ჰყავდა ჯარი და გვაარდია, არ ჰყავდა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიცია, სამაშველო სამსახური, ისინი იბრძოდნენ სუვერენეტიტესთვის, მათ შემოგვინახეს რწმენა, რომელსაც დღეს ებრძვის ბოროტი ძალა, მათ შორის შემოგვინახეს ენა, შემოგვინახეს კულტურა და შემოგვინახეს ჩვენი სამშობლო. ჩვენი თაობა და ასაკი ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ სისხლი, ჩვენ ვნახეთ ჩვენი თაობის, ჩვენი ასაკის გოგო-ბიჭების დაღვრილი სისხლი აი, აქ, რუსთაველზე, ასევე ქვეყნის სხვადასხვა ადგილას ომებსა და ბრძოლებში დაღვრილი სისხლი. ასეთი ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან მოვდივართ ისინი, ვინც ვართ დღეს ხელისუფლებაში, მადლობაა წინა თაობებს, ვინც მოგვიყვანა დღემდე იმისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ, თავისუფლების მოედანზე ერთად ვმდგარიყავით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, მასავით პატარა გოგო-ბიჭები საუბედუროდ ასეულობით ათასი არიან ქვეყანაში
შემდეგი სტატიაკალაძე – ჩემი ქალაქის, თბილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ