წულუკიანი: რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არ შემოშვება, დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით

რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არ შემოშვება, დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით- ასე ეხმაურება, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში რუსეთის დელეგაციის შემოშვება-არ შემოშვებას.

“რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არ შემოშვება, დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით. ეს სანქციები უნდა ოპოზიციას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დაედოს საქართველოს. ასევე არსებობს ჩვენი ქვეყნის შიდა კანონმდებლობა და ჯერ მანამდე დროა. როდესაც დადგება კონკრეტული საკითხი, ტარდება ეს სხდომა საქართველოში, თბილისში, ტარდება სტრასბურგში, ვინ ჩამოდის, ვინ მიდის, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება ამაზე მსჯელობა”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრუსელში არ ყოფილა დაგეგმილი
შემდეგი სტატიაარჩილ კალანდია: ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაზე ვმუშაობთ