წულუკიანი: როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები ამ აზრზე – მაჟორიტარული სისტემა სჭირდება ხალხს

იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს პასუხობს

ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. მე, როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელ აზრზეც ყოველთვის ვიყავი – მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს, იმისთვის, რომ პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში და ეს სისტემა უნდა შენარჩუნდეს.

ის, რომ ეს მოდელი ვერ შემოვიდა ამ ქვეყანაში, ეს არის გარანტია იმის, რომ 2020-ის არჩევნების შედეგად მივიღებთ იმ მმართველ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციაა მობილიზებული – #მაინცდაგაბოქლომებთ
შემდეგი სტატიაოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობისთვის ბოქლომის დადებას ცდილობენ