წულუკიანი: ქუჩაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს შეგვიძლია მივუსამძიმროთ

„ოპოზიციური სპექტრი, თუ არ ჩავთვლით იმ ადამიანებს, ვინც გაბედა და შემოვიდა პარლამენტში და მაგლითად, მათი წარმომადგენელი გელათთან დაკავშირებით დღევანდელ უმნიშვნელოვანეს სხდომას ესწრებოდა და კითხვებსაც სვამდა, თუ არ ჩავთვლით გარეთ მყოფი ზოგიერთი გადეპუტატებული, მაგრამ ჯერჯერობით რომ ვერ გადაუწყვეტია პარლამენტში შემოსვლა,ზოგიერთ მათგანს. მთლიანობაში ვიტყოდი, რომ ქუჩაში მყოფი ოპოზიციური სპექტრი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ჩვენ შეგვიძლია, მათ მხოლოდ მივუსამძიმროთ და ვუსურვოთ, რომ ძალიან მალე მიიღებენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს და მიიღებენ ქვეყნის მართვაში მონაწილეობას. მაგრამ თუ არ მიიღებენ, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“2021 წელს განახლებული ავტობუსები გვექნება, ერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში””
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: არავითარ შემთხვევაში მუშაობაში ხელს არ მიშლის ის, რომ ყველა ოპოზიციონერი, ვინც დეპუტატი გახდა, პარლამენტში არ ბრძანდება