წულუკიანი – ქართველებს ჩვენი მომავალი გვესახება და ყოველთვის გვესახებოდა ევროპასთან ერთად, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ ჩვენ, ველოდებით, იმედიანად ვართ განწყობილი

ქართველებს ჩვენი მომავალი გვესახება და ყოველთვის გვესახებოდა ევროპასთან ერთად, რადგან ქრისტიანული, ევროპული თვითმყოფადი კულტურის ქვეყანა ვართ, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ ჩვენ, ველოდებით, იმედიანად ვართ განწყობილი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ფუნდამენტური რეფორმა, რაც განსახორციელებელი იყო, განხორციელდა.

„რასაკვირველია, ჩვენ ველოდებით დღეის და მომდევნო დღეების სხვადასხვა დასკვნას, საბოლოო გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რას იტყვის ევროკავშირი საქართველოზე, რას იტყვის ქვეყანაზე და მის მომავალზე, როგორ ესახება ჩვენი მომავალი. ესახება თუ არა ჩვენი ქვეყნის ერისა და სახელმწიფოს მომავალი მათთან ერთად. ქართველებს ჩვენი მომავალი გვესახება და ყოველთვის გვესახებოდა ევროპასთან ერთად, რადგან ქრისტიანული, ევროპული თვითმყოფადი კულტურის ხალხი და ქვეყანა ვართ, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ ჩვენ. გადაწყვეტილებას იღებენ ისინი და ჩვენ ველოდებით. ვართ იმედიანად განწყობილი, რას ფიქრობს თავად ევროკავშირი ჩვენთან დაკავშირებით. ყველა ფუნდამენტური რეფორმა, რაც განსახორციელებელი იყო, განხორციელდა. არაერთი რეფორმა კვლავ მიმდინარეობს და განსახორციელებელი იქნება, მაგრამ გადაწყვეტილების მომენტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქონიებთ რაღაც მეტისმეტ ზეგავლენას. არ გვაქვს ამის ბერკეტი უბრალოდ. მშვიდობიანად, იმედიანად და იმ მუშაობის შედეგად, რაც მთავრობამ გასწია, ველოდებით შედეგს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წინა სტატიაშიმაკრონი – ჩვეულებრივ სიტუაციაში უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ვერ იქნებოდა, ამას ომის გამო ვაკეთებთ
შემდეგი სტატიასაფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა „დახურულ კარს მიღმა“ პრეზიდენტ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა სთხოვეს