წულუკიანი – პოლიტიკაში არიან და იბრძვიან, რათა ქართული კულტურა დაცული იყოს და შეუნარჩნდეს მომავალი თაობისთვის
სხვა სტატიები
- თუ ერთად სავალი ფართო შარა გზა ვერ შევქმენით, საჭიროა გამოვძებნოთ ვიწრო ბილიკი – დავით უსუფაშვილი
- ბოკერია: ახლა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, რადგან აქამდე ივანიშვილის რეჟიმი დაკავებული იყო მხოლოდ იმით, რომ გაეტეხა ოპოზიცია, რაც მან ვერ შეძლო
- ცოტნე გამსახურდიას ემოციური პოსტი პროკურატურიდან – შიმშილობის მეექვსე დღე
შევთანხმდით, რომ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში ღირსეული ადგილი არა მხოლოდ განათლებასა და მეცნიერებას დაეთმობა, არამედ კულტურა არ იქნება, როგორც კომიტეტის არაერთი წევრი აღნიშნავს, სადღაც ჩაკარგული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკაში არიან და იბრძვიან, რათა ქართული კულტურა დაცული იყოს და შეუნარჩნდეს მომავალი თაობისთვის.
„სხვა მხრივ, აზრი არაფერს აქვს. ჩვენს კომიტეტში სპეციალური ჯგუფი შევქმენით, კულტურაზე სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავის დებულებას შეიმუშავებს და ამით კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს კომიტეტის საქმიანობაში ჩავრთავთ”, – განაცხადა წულუკიანმა.