წულუკიანი – პოლიცია და შს მინისტრი როდესაც გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა

პოლიცია და შინაგან საქმეთა მინისტრი როდესაც გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული პოლიციის შესაძლებლობები არ არის ამოუწურავი.

„ვიცი რა, როგორ მუშაობს პოლიცია, ჩემი წინა მინისტრის მანდატიდან გამომდინარე, ქართული პოლიციის შესაძლებლობები არ გახლავთ ამოუწურავი. ამიტომ, პოლიცია და შინაგან საქმეთა მინისტრი როდესაც გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და ეს უნდა გავიგონოთ ხოლმე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი 5 ივლისის მოვლენებზე: კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას
შემდეგი სტატია“მინდოდა, რომ კითხვები დამესვა, თვალებში ჩამეხედა და მეთქვა, რატომ მოაწყეს 5 ივლისის სისხლიანი ღამე”