წულუკიანი პაპუაშვილთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ,,შეშფოთებას” ეხმაურება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებულ განცხადებებზე ვენეციის კომისიის შეშფოთების ფაქტს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. როგორც  წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დღესაც იღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და მას სამუშაო პროცესში ხელი არ ეშლება.

,,დღესაც ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს მორალური პრობლემები და წარსულთან დაკავშირებით აქვს კითხვის ნიშნები რაზეც პასუხი უნდა გასცეს. თუმცა მას თავმჯდომარეობის ვადა ეწურება სექტემბრის თვეში, მანამდე კი იგი მუშაობს და იღებს მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს.  ეს პროცესი კი გაგრძელდება 30 სექტემბრამდე”- განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანდატის შეწყვეტის თაობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო მოწოდებების გამო შეშფოთება გამოთქვა.
“კომისია შეშფოთებულია აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო მოწოდებებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანდატის დასრულებასთან დაკავშირებით, რაც აღნიშნული სასამართლოს ავტორიტეტის ძირის გამოთხრის საფრთხეს შეიცავს”, – ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში.

 

banner
წინა სტატიაშიმიწის კერძო საკუთრებაში რეგისტრაციისთვის ბარიერები იხსნება
შემდეგი სტატიაკულტურის სამინისტრო რობი უილიამსთან და ეროს რამაზოტისთან მოლაპარაკებებს ადასტურებს