წულუკიანი – მობილიზება გვექნება, რომ გიორგი გახარიას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს ჩვენი კომიტეტისგან და ჩემგან

ყველანაირი შესაძლებლობის მობილიზება გვექნება, რომ გიორგი გახარიას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს კომიტეტისგან და ჩემგან, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრისგან, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ძალიან მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია გიორგი გახარია. მრავალი კვირის წინ ღიად განვაცხადეთ, რომ გიორგი გახარია იქნებოდა არა მხოლოდ პრემიერობის კანდიდატი, არამედ პრემიერი და დღეს, ეს დადასტურდა კიდეც. როგორც მის ვიცე-პრემიერს და ახლა უკვე დეპუტატს, ყველანაირი შესაძლებლობის მობილიზება გვექნება ჩვენს კომიტეტში, რომ მას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს კომიტეტისგან და ჩემგან, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრისგან“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ იქნება იუსტიცის მინისტრი, წულუკიანი პასუხობს:

„ამ საკითხზე რაიმე რჩევა თუ მაქვს, არ გეწყინებათ და თქვენი საშუალებით ამ რჩევებს არ გავახმოვანებ“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დღეს წარუდგინა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტში მთავრობის წევრთა შემადგენლობის წარდგენამდე, უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართება. მისივე თქმით, მინისტრობის კანდიდატების დასახელება პრემიერ-მინისტრის კანდიდატის, გიორგი გახარიას პრეროგატივაა.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: ჩვენ პარტიას გულწრფელად გვინდა, რომ ქართული ოცნება დავამარცხოთ
შემდეგი სტატიასულ მცირე, ადამიანური თანაგრძნობა უნდა გქონდეს – ნინო ლომჯარია წულუკიანზე