წულუკიანი: მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის დიდი ავტორიტეტია

“ქუჩაში რომ ყვირიან, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, მე ვარ ძალიან მორჩილი ადამიანი. მორჩილებაში ვგულისხმობ იერარქიისადმი მორჩილებას, გარდა იმისა, რომ ვარ, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი და კარგი ჩინოვნიკი. სხვათა შორის, მოსკოვში ერთხელ ვარ ნამყოფი, 6 წლის ასაკში და სინამდვილეში, საფრანგეთში დაამთავრე სახელმწიფო მართვის უმაღლესი სკოლა. იქ ასწავლიან, რას ნიშნავს ხელმძღვანელი და უფროსი. მე მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია და მეამაყება, რომ ის ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემი და სხვა თანამებრძოლების მონაწილეობით აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს უბედურება უკან არ დაბრუნდეს – ჟორიკ რურუები და სხვა, კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ბომბონიერში გამოზრდილი ვითომ მეცნიერები. ამიტომ, რაც იქნება პრემიერის გადაწყვეტილება, ის იქნება, მაგრამ მინდა, მათ იმედი გავუცრუო, რომ ჩემი გათავისუფლების საკითხი ამ წუთში განხილვაში არ დგას.”- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ერთ-ერთი გადაცემაში საუბრისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაამერიკელი სენატორი: უნდა გავზარდოთ ზეწოლა საქართველოში პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით