წულუკიანი: მივესალმები სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ არ მოხდება მესამე პრეზიდენტის შეწყალება

მივესალმები სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ არ მოხდება მესამე პრეზიდენტის შეწყალება, ვინაიდან მას დანაშაულები აქვს ჩადენილი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„გასაკვირი არ იქნება ალბათ, თუკი ვიტყვი, რომ მივესალმები ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ არ მოხდება მესამე პრეზიდენტის შეწყალება, ვინაიდან მას დანაშაულები აქვს ჩადენილი. ეს დადასტურებულია შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებებით და როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, დამნაშავემ უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი.

შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი შეფასებები და კომენტარები ამ საკითხს აღარ სჭირდება. ყველა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ როდესაც სჩადი დანაშაულს, იქ არის უკვე კანონით გათვალისწინებული სასჯელიც“,- განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა: „ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს“.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: თუ უარს ამბობ მანდატზე, რომელიც შენმა ამომრჩეველმა მოგცა, სავსებით გაუგებარია, რას შეიძლება ემსახურებოდეს ბანაკის დაცემა პარლამენტში და პროტესტის ეს ფორმა
შემდეგი სტატია“ვიღაცა ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ იშიმშილოს, სრული ნონსენსია” – კობახიძე