წულუკიანი – მესმის, გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გელათს სკანდალებისთვის არ სცალია. ასე ეხმაურება ის გუშინ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეკლესიაში ფრესკები ნადგურდება და მათ წებოვანი ლენტით ამაგრებენ.

“მთავარი არის ის, რომ დროებითი გადახურვა, რომელიც პირდაპირ რბილად რომ ვთქვათ, არ უხდება ამ ძელგს, მაგრამ არის აუცილებელი, უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი იქ აღარ ჩადის, თუმცა უკვე წარსულში ჩასული წყლის გამო, ფილტრაციის გამო როგორც მას ვუწოდებთ, რა თქმა უნდა, ტენიანობა არის ტაძარში. ამიტომ კიდევ ერთხელ, ყველას გთხოვთ, თავი შეიკავეთ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე, მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის, თავი შეიკავეთ ხარაჩოებზე სიარულისგან რადგან ძეგლთა დაცვის სააგენტო ფიქრობს, რომ შესაძლებელია ამგვარმა მოძრაობამ არაპროფესიონალების მიერ ხარაჩოებზე კიდევ მეტად დააზიანოს ფრესკები”, – თქვა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით, “იუნესკოსგან” მიიღეს თანხმობა, რომ ერაყიდან საქართველოში იტალიელი სპეციალისტი ჩამოვა, რომელთან ერთადაც ივნისში გელათის სახურავს “სწორ დიაგნოზს” დაუსვამენ.

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი
შემდეგი სტატიაჰარცელი – ვიმედოვნებ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს