წულუკიანი: მეგრელები აქ არ დააბრუნებენ წარსულს

ზუგდიდი არ დაეცემა, ზუგდიდში გაიმარჯვებს მომავალი და მეგრელები აქ არ დააბრუნებენ წარსულს, რომელმაც მათ და მთელ საქართველოს მოუტანა ძალიან დიდი ზიანი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვინაიდან დღეს ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდში, ამ დიდი სიმბოლოების მატარებელ ადგილას, როგორიც არის დადიანების სასახლის ეზო, მინდა, ხმამაღლა ვუთხრა ყველას, რომ ზუგდიდი არ დაეცემა, ზუგდიდში გაიმარჯვებს მომავალი, გაიმარჯვებს საქართველო და მეგრელები აქ არ დააბრუნებენ იმ ძველ წარსულს, რომელმაც მათ და მთელ საქართველოს მოუტანა ძალიან დიდი ზიანი“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა ადგილზე მყოფ ტელეკომპანია „მთავარის“ წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ „იფსოსის“ კვლევები გააყალბა.

„ბიჭებო და გოგონებო, თქვენ მარცხდებით, თქვენ აყალბებთ „იფსოსის“ კვლევებს. წოწერიას აქვს 50-ზე მეტი პროცენტი და მელიას აქვს ნაკლები, გვარამიამ ეს გუშინ გააყალბა. სირცხვილი და თავის მოჭრა. ზუგდიდი იმარჯვებს, ზუგდიდში იმარჯვებს სიმართლე და არა ბნელეთი. მეორე ტურის მოლოდინი მაქვს სწორედ ასეთი, მათ შორის ზუგდიდშიც და პირველ რიგში, ზუგდიდში, რადგან ზუგდიდი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი და ადგილი. აქ არ ცხოვრობს ვინმეს ხელწამოსაკრავი ხალხი. ნაციონალები ზუგდიდში ვერ იბოგინებენ, რადგან მათ, ისევე როგორც მთელ საქართველოს, მეგრელებს და ზუგდიდს მოუტანეს ძალიან დიდი ზიანი. გარეკეს ფეხქვეშ მათი ღირსება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითამარ ბელქანია: ხელისუფლებამ არჩევნების წაგების შიშით საოკუპაციო ხაზი ჩაკეტა (video)
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის 2 ჯილდო მიიღო