წულუკიანი: მეგის ქარდავას წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს

მადლობას ვუხდი უკრაინელ სამართალდამცველებს, ასევე უკრაინის მთავრობას, ძალზე ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, – ასე ეხმაურება საქართველოს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციას. ამის შესახებ წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მადლობას ვუხდი უკრაინელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზე ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის!

საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს!

ცნობილ სუბიექტს კი წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს. ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია!“, – წერს თეა წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და სიმბოლო, მეგის ქარდავა, საქართველოში ყოფილიყო ექტრადირებული
შემდეგი სტატია“ფაილების თანახმად, ივანიშვილმა პატრიარქს გადადგომა მოსთხოვა”