წულუკიანი: მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, მასავით პატარა გოგო-ბიჭები საუბედუროდ ასეულობით ათასი არიან ქვეყანაში

ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი „ქათული ოცნების“ მხარდამჭერების წინაშე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციაზე ილაპარაკა. მისი თმით, რომ არა ეს უბედურება ასობით ათასი გოგო და ბიჭი, რომელიც დღეს ლტოლვილია სოხუმსა და ცხინვალში დაიბადებოდა.

„მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, ქართველ გოგოს, რომელიც არის მეგრელი, რომ არა ბედის უკუღმართობა და მასავით პატარა გოგო-ბიჭები საუბედუროდ ასეულობით ათასი არიან ქვეყანაში, დევნილი საკუთარი სოხუმიდან, საკუთარი ქალაქიდან. რომ არა ეს უბედურებები, ეს ბავშვები არა თბილისში, არამედ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უნდა დაბადებულიყვნენ“, – აღნიშნა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიჩიქოვანი: 2012 წლიდან მოყოლებული, აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას
შემდეგი სტატიაწულუკიანი – სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია თავისუფლების მოედანზე