წულუკიანი: მათი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი როლისა და მისი დიდი ძალისხმევის დამსახურებით მოვიშორეთ

„თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ უკრაინელი პოლიტიკოსი ჩამოვიდა საქართველოში და მას უკრაინაში აქვს ჩადენილი დანაშაულები, პირდაპირი მითითება ან აკრძალვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის უცხოელი, რომელმაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, არ დაინიშნოს, ასეთი არ არსებობს. მაგრამ არ არის აუცილებელი კანონით აკრძალვა. აქ საუბარია იმაზე, რომ სადაც არ უნდა იყოს დანაშაული ჩადენილი, რომელიც დამტკიცებულია არაერთი სასამართლოს ინსტანციის მიერ და სააკაშვილის შემთხვევაში, გირგვლიანის საქმეზე, გელაშვილის საქმეზე, „იმედის“ საქმეზე, ასევე 9 მილიონის გაფლანგვა-მითვისების საქმეზე, ის არის მრავალგზის ნასამართლები. ამ საქმეებს სასამართლოები მოვლილია აქვს და განაჩენები არის ძალაში შესული. შესაბამისად ელემენტარულია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს სურდეს არა ასეთი წარსულის ადამიანები, არამედ ისინი, ვინც მართლა რეფორმატორები არიან და არა მხოლოდ ფასადურად. ვინც სერიოზულები არიან და რ გამოირჩევიან, სააკაშვილის მსგავსად, მხოლოდ ინტრიგების ხლართვით და სუპერ ზედაპირული დამოკიდებულებით ყველანაირი სახელმწიფო საკითხისადმი. როგორც ჩანს არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ უკრაინის შიგნით სააკშვილის ამგვარ მაღალ თანამდებობაზე, მიუხედავად ამ ყველაფრისა, დაწინაურებას. ჩვენი მთავრობის და სახელმწიფოს პოზიცია არის ყველა დონეზე ცალსახა და რა თქმა უნდა, ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ამგვარი კრიმინალის, რომელიც ჩვენ ქართველმა ხალხმა, მრავალი წლის ბრძოლის შედეგად, ძლივს მოვიშორეთ ხელისუფლებიდან, ეს ბოროტება და როგორც მერაბიშვილთან ინტერვიუში თავად გვარამია ამბობს, კოლოსალური კოშმარი, როგორიც იყო მათი ქმედებები. გვარამიამ კასრების საქმეს უწოდა კოლოსალური კოშმარი. მე დავეთანხმები მას და ვეტყვი, რომ მათი მთელი ხელისუფლება იყო ერთი დიდი კოლოსალური კოშმარი, რომელიც ჩვენ ძლივს ჩამოვიშორეთ. ეს რომ მოვახერხეთ, ჩვენ ყველას გვახსოვს, ამნეზია არვის გვჭირს იმედია, ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი როლისა და მისი დიდი ძალისხმევის დამსახურება“, –  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსთვის მიუღებელია ამ საქართველოს ყოფილი მოქალაქის და კრიმინალის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ამგვარ მაღალ თანამდებობაზე ყოფნა
შემდეგი სტატიადღეიდან თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას 06:00-08:00 საათამდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას 18:00-19:00 საათამდე, საშვით შეძლებენ