პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში „ძლიერი საქართველო — ლელოს“ აღმასრულებელი მდივნის, თაზო დათუნაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილს „ზეზეული გვამი“ უწოდა. წულუკიანმა ოპონენტების ქმედებას სამარცხვინო უწოდა:
„ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით?“
















