წულუკიანი ISFED-ზე: ლამის გადააყირავეს ქვეყანა

“მე არ მჯერა, რომ ეს არის უნებლიეთ გაკეთებული” – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი სამართლიანი არჩევნების განახლებულ PVT შედეგებზე და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ “ISFED-მა ვითომ, უნებლიეთ დაშვებული ხარვეზით და შეცდომით, ლამის გადააყირავა ეს ოკუპირებული ქვეყანა და გაწირა მისი სტაბილურობა”.

თეა წულუკიანის თქმით, თუ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, იქ პირველ რიგში სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე უნდა მივიდეს.

“უნდა მობრძანდეს მისი ორგანიზაცია და უნდა ჩატარდეს საპარლამენტო საგამოძიებო პროცესი, პირველ რიგში, სწორედ ამაზე, რატომ არ დათვალეს სწორად, რატომ გამოაცხადეს ქართული ოცნებისთვის ნაკლები მაჩვენებელი, ვიდრე ეს რეალობაში იყო, მათივე ორგანიზაციის შიგნით, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით ჩატარებულმა IT აუდიტმა აჩვენა, რომ მათ მოატყუეს საზოგადოება” – ამბობს განათლების, მეცნიერების და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: „სამართლიანი არჩევნების“ცალკე აღებული პოზიცია, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის ოპოზიციის გეგმებს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: ჩვენ პარტიას გულწრფელად გვინდა, რომ ქართული ოცნება დავამარცხოთ