წულუკიანი იმედოვნებს, პრეზიდენტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტს ვეტოს არ დაადებს

უსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტს ვეტოს არ დაადებს.

მინისტრის თქმით, პრეზიდენტი დარწმუნდება, რომ კანონპროექტში ბევრი მნიშვნელოვანი სიახლეა.

“როდესაც პრეზიდენტი გაეცნობა ამ კანონს, იმედი მაქვს, ის თავად დარწმუნდება იმაში, რომ ამ კანონში არის ძალიან ბევრი სიახლე და ნაბიჯი იმისკენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იყოს დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, პარლამენტისგან, თავად პრეზიდენტისგან და რომ თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გაძლიერდნენ, პროცედურები გაჯანსაღდეს და მაგალითად, დაინერგოს ელექტრონული განაწილების პრინციპი”,- განაცხადა წულუკიანმა.

პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” ცვლილებები 11 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა, თუმცა პრეზიენტს აღნიშნული კანონპროექტი ხელმოსაწერდა ჯერ არ მიუღია. როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილს კანონპროექთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს, რასაც შესაძლოა კანონპროექტზე ვეტოს დადება მოჰყვეს.

ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5 წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს.

თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით.

ასევე, კანონში შედის კიდევ რამდენიმე ცვლილება და მათ შორის ისიც, რომ 2/3-მდე იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი.

banner
წინა სტატიაშიე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაქუთაისში “ეროვნული სამოსის დღეს” გიორგი მარგველაშვილი დაესწრო