წულუკიანი გელათის რესტავრაციაზე – პროკურატურა საკმაოდ მასშტაბურ გამოძიებას აწარმოებს

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსში ფრესკების განადგურებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სპეციალისტებთან კონსენსუსს მიაღწიეს კედლის მხატვრობის აღდგენასა და კონსერვაციასთან დაკავშირებით.

წულუკიანის ინფორმაციით, 2008-2020 წლებში გელათში ჩატარებულ ღონისძიებებზე პროკურატურა საკმაოდ მასშტაბურ გამოძიებას აწარმოებს.

“ჩემი ფუნქცია არაა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით 2008 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, რა ღონისძიებებიც განხორციელდა, რომლებიც სრულად იყო წარუმატებელი ვეძიო პასუხისმგებელი პირი, ამისთვის არსებობს პროკურატურა და ისინი აწარმოებენ გამოძიებას, და როგორც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ მასშტაბურს.

მივაღწიეთ კონსენსუსს ფრესკის და კედლის მხატვრობის აღდგენის და კონსერვაციის სპეციალისტებთან. თავად მათ სხდომაზე გვითხრეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი იქნება შეუქცევადი”, – თქვა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე -“ოცნებას” ხელისუფლების შენარჩუნების უნარი არ აქვს
შემდეგი სტატიადავით ფაცაცია – გილოცავთ ქართული დიასპორის დღეს!