წულუკიანი გეგმავს, რომ პენიტენციურ სამსახურში წვევამდელები კონტრაქტორებით ჩაანაცვლოს

region
ავტ.: region სექტემბერი 5, 2019 11:13

წულუკიანი გეგმავს, რომ პენიტენციურ სამსახურში წვევამდელები კონტრაქტორებით ჩაანაცვლოს

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის თქმით, უწყება გეგმავს, რომ პენიტენციურ სამსახურში წვევამდელების სისტემა საკონტრაქტო სამსახურით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, პენიტენციური დაწესებულებების დასაცავად იუსტიციის სამინისტროს 1 500 წვევამდელი სჭირდება, თუმცა ამჟამად სისტემაში მხოლოდ 411 მათგანი მუშაობს.

“მე არ ავხსნი იმიტომ, რომ არ არის საჭირო, ეს რას ნიშნავს და რა რისკებთან ვდგავართ. ჩვენი მიზანია, რომ გადავიდეთ ან სრულად ან ეტაპობრივად საკონსტრაქტო სამსახურზე. თუ თქვენი მხარდაჭერა იქნება გაისად მთლიანად გადავალთ საკონტრაქტო სამსახურზე ან ორ დაწესებულებაში მაინც, თუ საპილოტეში არ ჩავსვამთ საკონტრაქტო სამსახურს ჩვენ გვიცავს 1 500 წვევამდელის ნაცვლად 411, რომლებსაც, ასევე, მივესალმები. მათ არ უხარიათ ჩვენთან სამსახური, უნდა ვაღიარო და ჩვენ თუ წვევამდელის რეჟიმზე დავრჩებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდებს ჩვენთან ჯარში სამსახური უხაროდეთ”, — განაცხადა თეა წულუკიანმა.

region
ავტ.: region სექტემბერი 5, 2019 11:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics