წულუკიანი ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა. მან მუზეუმების ახალ ხელმძღვანელობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ეს გახლავთ სამინისტრო და არა რაიმე კერძო კომპანია ან ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ბუტკა. ეს არის საჯარო ორგანიზაციები, დაახლოებით 100-მდე, რომლებსაც კულტურის სამინისტრო მართავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი, რომელიც ხელფასს იღებს, მინიმუმ სამსახურში დადიოდეს. და როდესაც დადის და თუ დადის სამსახურში, მას ჰქონდეს იმის უნარი, რომ საკუთარ საჯარო პასუხისმგებლობას თვალი კომპეტენტურად გაუსწოროს. მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ახალ ხელმძღვანელობას, იქნება ეს ხელოვნების მუზეუმში თუ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში”. – ამბობს წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშიომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიადიდი ევრაზიული პარტნიორობა გახდება ცენტრი, რომელიც ბევრს დააინტერესებს – პუტინი