წულუკიანი ე.წ საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ვაშაძის გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას მიმართავს, იგივე დააანონსა ნიკა მელიას გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც

ოლიგარქის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ე.წ საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას მიმართავს.

გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დღეს, 10:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა ის არ გამოცხადებულა.

თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურას მიმართავს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც.

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა წულუკიანის მიმართვას დააკმაყოფილებს სავარაუდოდ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყება, რაც “დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის” გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მანამდე იმავე მუხლით ბრალი წარუდგინეს და გირაო შეუფარდეს მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ირაკლი ორქუაშვილს.

banner
წინა სტატიაშისპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის კაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე – წულუკიანის კომისია შეიქმნა მტრის დაკვეთით ისტორიის გადასაწერად