“ჩემი აზრით, ე.წ ქურდული სუბკულტურის გაქრობა ისეთივე ილუზიაა, როგორიც კორუფციის სრულად გაქრობა ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ილუზია არ არის მასთან ეფექტური ბრძოლას. ჩვენ ამ ბრძოლას ყოველდღიურად ვახორციელებთ და დაუნახავი უნდა იყო, რომ ეს არ დაინახო .
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თუკი ოპოზიცია არ დათანხმდება მმართველი გუნდის ბოლო შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას, მათ მოუწევთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის “გამოგლოვება”.
“მოლაპარაკებები ან შედეგით დასრულდება და ისინი ჩვენს შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში და მოუწევთ, რომ ერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული, უბარიერო სისტემა და ამ მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მომზადება,”-აცხადებს თეა წულუკიანი.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ამის შესახებ POS TV-ის ეთერში ისაუბრა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ციხეებში სიტუაციას ე.წ ქურდული მენტალიტეტის მქონე “მაყურებლები” აკონტროლებენ.