წულუკიანი: ძალიან მაგრები ვყოფილვართ, თუ ჩვენ მოვითხოვეთ შეხვედრა და ლავროვი მობრძანდა

იუსტიციის მინისტრი, ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გაბედულ გადაწყვეტილებად აფასებს, რადგან წულუკიანის შეფასებით, შეხვედრა სახელმწიფო ინტერესებისთვის იყო საჭირო.

ამის შესახებ წულუკიანმა გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, ოპონენტები ლავროვის განცხადების გამოყენებას ცდილობენ, როდესაც რუსმა დიპლომატმა თქვა, რომ შეხვედრა ქართულმა მხარემ მოითხოვა.

მინისტრის შეფასებით, ოპონენტებმა მინიმიზაცია მოახდინეს იმ საკითხის, რომ თითქოს სულაც არ არის მნიშვნელოვანი ავიარეისების აღდგენა. თეა წულუკიანის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ურთიერთობების სტაბილიზება.

„ძალიან მაგრები ვყოფილვართ, თუ ჩვენ მოვითხოვეთ შეხვედრა და მობრძანდა ლავროვი და დაგვიჯდა, ყოჩაღ ზალკალიანს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა

banner
წინა სტატიაში“შავ საიტებზე“ თეორიულად, შეიძლება საქართველოც ფიგურირებდეს და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლოებებიც იყიდებოდეს!”
შემდეგი სტატიადღეს მთავრობის რიგგარეშე სხდომა გაიმართება