“დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს. და გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია. თუ რაღაც ახალი ჯიშის ქალია-ადამიანი.
დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ!” – წერს ივანიშვილის დეპუტატი, თეა წულუკიანი ივანიშვილის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტ თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ასევე, ლაშხისთვის “შეურაცხყოფის მიყენებისთვის” სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს მოსამართლე დავით თეთრაულმა 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ასევე ლაშხის მიმართვის საფუძველზე, აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი მოსამართლემ 4 000 ლარით დააჯარიმა.