წულუკიანი – დიდი იმედი მაქვს ევროკავშირის მმართველების, რომ უერთგულებენ ფუძემდებელი მამების ღირებულებებს და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის

დიდი იმედი მაქვს ევროკავშირის მმართველების, რომ უერთგულებენ ფუძემდებელი მამების ღირებულებებს და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„რასაკვირველია, როგორც ამ ქვეყნის შვილს და როგორც პრაქტიკულად მოზარდობის ასაკიდან დასავლეთ ევროპაში გაზრდილ ადამიანს, ძალიან დიდი იმედი მაქვს ევროპის, ევროპელი ერების და იმ მმართველების, რომლებიც ევროკავშირს მართავენ. მე მაქვს მათი დიდი იმედი. კერძოდ, იმედი მაქვს, რომ ისინი უერთგულებენ ფუძემდებელი მამების იდეოლოგიას, იდეებსა და ღირებულებებს, რომლებმაც ჯერ ევროსაბჭო შექმნეს და დააფუძნეს, შემდეგ უკვე პრაქტიკულად ევროსაბჭოს ბაზიდან წამოვიდა ევროკავშირი, იქნება ეს დროშა თუ სხვა ატრიბუტიკა. იმედი მაქვს, აი, მათი ერთგული იქნება ევროპელი მმართველების ამჟამინდელი თაობა და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც მას ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის. ეს ისტორიული სამართლიანობა არ მოიცავს მხოლოდ წარსულს, არის დაფუძნებული აწმყოზეც. ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ, რასაკვირველია მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. აი ეს არის ჩემი მოლოდინი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვის პრემიერ-მინისტრი – შესაძლებლობების ამ ისტორიულ მომენტში მხოლოდ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ექნება მოლდოვაში „ნაცრისფერი ზონის“ შექმნის შედეგები
შემდეგი სტატიააშშ-ის სელჩოს დუმილი არის ჩვენ პოზიციაზე თანხმობის ნიშანი – კობახიძე