წულუკიანი: დღეს არც რცხვენიათ და სიტყვა „პატიმარს“ ისე ახსენებენ, არც ერთს ნერვი არ უტოკდება

„დღეს არც რცხვენიათ და სიტყვა პატიმარს ისე ახსენებენ, რომ არც ერთს ნერვი არ უტოკდება. მე მათ ადგილას, სიტყვა პატიმარს სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ამას ვერ მოვთხოვთ, ვერც სინდისს და ვერც მით უმეტეს, პოლიტიკურ სინდისს. როდესაც ისინი მოლაპარაკებებიდან გამოსვლისთანავე ვიღაცის გათავისუფლებაზე საუბრობდნენ, იქვე, ჩვენი მომლაპარაკებლები ამბობდნენ, რომ ეს სიცრუე იყო. შესაბამისად, ჩვენ ალბათ უნდა გავიხსენოთ, რა ტიპის ტყუილებზე წამსვლელი არიან ეს ადამიანები, რომლებმაც მაგალითად, მოდელირებული რეალობები მრავალჯერ შესთავაზეს ჩვენს საზოგადოებას, როცა პასუხისმგებელი პირები იყვნენ და რაღაცის მართვაზე ჰქონდათ პრეტენზია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ბოკერიამ უგულავა აღიარა პოლიტპატიმრად, უგულავამ საკნიდან საკანში გადასძახა ოქრუაშვილს, შენც ხომ პოლიტპატიმარი ხარ, ბიჭოო, ასე ცნეს ერთმანეთი პოლიტპატიმრებად, ეს არის კომედია
შემდეგი სტატიადეზერტირების ბაზრის მიმდებარე ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა