წულუკიანი – ჩვენ გავესაუბრეთ გიორგი გახარიას და კირითხუროს კვალიფიკაცია ვერ გვაჩვენა

ჩვენ გავესაუბრეთ ბატონ გახარიას და კირითხუროს კვალიფიკაცია ვერ გვაჩვენა, – ასე უპასუხა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანიამა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

დღეს თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარადგინა, სადაც ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს აზიანებს და მას სუს-ი უთვალთვალებს.

„ჩვენ გავესაუბრეთ ბატონ გახარიასაც და მან ვერც კირითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა, ვერც კირითხურობაა, ამიტომ ის დღეს რეესტრში არ ჩარიცხულა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გამოვარდა
შემდეგი სტატიაბოკერია – არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, ვინ იქნება ცესკო-ს თავმდჯომარე