„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ – 5 თებერვალს პარლამენტთან აქცია დაანონსდა

„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ – 5 თებერვალს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ.

“5 თებერვალს, 19:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან, მოვუწოდებთ დეპუტატებს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს! ის არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!
სახელოვნებო და სამეცნიერო ინსტიტუტების მიზანმიმართული ჩამოშლის,
ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის საფრთხის შექმნის, გელათის უნიკალური მხატვრობის შელახვის, ქოროღოს კოშკის განადგურების შემდეგ, სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტების შეჩერებისა და ჩაშლის, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის, ოცამდე შრომითი დავის სასამართლოში წაგების, კინოცენტრის, მწერალთა სახლის, კონსერვატორიისა და სამეცნიერო ინსტიტუტების მიტაცების მიუხედავად, 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ მოუსმენს თეა წულუკიანის კულტურის მართვის, სინამდვილეში კი კულტურის ჩამოშლის სტრატეგიას, რათა 8 თებერვალს კიდევ ერთხელ გამოუცხადოს მას ნდობა კულტურის მინისტრის პოსტზე.
თეა წულუკიანს უნდობლობას უცხადებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები!

წულუკიანი ანგრევს ქართულ კულტურას!
წულუკიანი არ შეიძლება იყოს კულტურის მინისტრი!
კულტურა ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!” აცხადებენ ორგანიზატორები.

banner
წინა სტატიაშინინო წილოსანი: ოპოზიციის ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ
შემდეგი სტატიარუსეთში “ტუ-95”-ის პილოტს ესროლეს