წულუკიანი: აფგან მუხთალის საქმის გამოძიება ქვეყნის პრესტიჟის საქმეა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, გადაცემა „მთავარში“ განაცხადება გააკეთა.
წულუკიანის თქმით საქმე ეხება ქვეყნის პრესტიჟს და სამართალდამცველების რეპუტაციას, როგორ სწრაფად გამოიძიებენ ამ კომპლექსურ და რთულ საქმეს.
მისივე თქმით, მოსაფიქრებელი იქნება პრევენციული მექანიზმი, რომ აზერბაიჯანის თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ყოფნისას მსგავს ვითარებაში არ აღმოჩნდეს.
თეა წულუკიანის აზრით, კარგი იქნება, თუ თავს შეიკავებენ იმის მტკიცებისგან, რომ მომხდარში რომელიმე ქართველი ოფიციალური პირი შეიძლება იყოს გარეული, ვინაიდან, მინისტრის შეფასებით, ეს შეურაცხმყოფელია.

როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, ის ფაქტი, რომ აფგან მუხტარლი სხვა ქვეყანაში იმყოფება, საქმის გამოძიებას გაართულებს.

„საგამოძიებო პროცესი ყოველგვარი დახანების გარეშე დაიწყო. ის, რომ ეს ადამიანი არის უკვე სხვა ქვეყანაში, გაართულებს გამოძიებას. ის ძვირფასი ინფორმაცია, რაც გამოძიებას შეიძლება დასჭირდეს, მხოლოდ აფგანმა იცის, რომელიც ბაქოშია. ანუ – ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებმაც, როგორც მისი ადვოკატი გვატყობინებს, ჩასვეს მანქანაში და სცემეს კიდეც, გააქანეს საზღვირსკენ. ვინ იყვნენ, თუ იცნობდა მათ, რა აკავშირებდა მათთან, რა ენაზე საუბრობდნენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველოს” ეკონომიკური ინიციატივა – პარლამენტი განხილვას იწყებს
შემდეგი სტატია“აღშფოთებული ვარ იმის გამო, რაც აფგან მუხთარლის შეემთხვა“ – ევროპის საბჭოს კომისარი