წულუკიანი: 5%-იანი ბარიერის დაწევა პოლიტიკურ დაქსასულობას გამოიწვევს

ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ უნდა დავეყრდნოთ ვენეციის კომისიის დასკვნებს და გავიზიაროთ შენიშვნები – აცხადებს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, ხელისუფლება მზადაა კრიტიკის მოსასმენად. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, წულუკიანი ფიქრობს, რომ ბარიერის დაწევა პოლიტიკურ დაქსასულობას გამოიწვევს:

“ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ მოვისმინოთ ერთმანეთის კრიტიკა, მათ შორის ოპონენტების. იქნება ეს არასამთავრობო სექტორი, თუ ოპოზიცია. მოვისმინოთ კრიტიკა პრეზიდენტისგან, მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ უნდა დავეყრდნოთ ვენეციის კომისიის დასკვნებს და გავიზიაროთ ის შენიშვნები, რომლებსაც მივიჩნევთ, რომ ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის არის მისაღები შენიშვნები. ის, რომ მაგალითად 5%-იანი დაიწევს, როგორც ჩანს მმართველი გუნდი ამის მისაღებად მზად არის. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს გამოიწვევს პარლამენტში პოლიტიკურ დაქსასულობას, მაგრამ ასეთია დემოკრატიული პროცესი” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლელა ქებურიას წარადგენს
შემდეგი სტატიაკახიძე: იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატურებს მხარს არ დავუჭერთ