წულაიას ადვოკატი – წვეთოვან კვებაზე უნდა გადავიდეს, რომ მკურნალობას დაექვემდებაროს

გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, პირველი ამოცანაა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წვეთოვან კვებაზე გადავიდეს, იმისთვის, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს.

“პირველი ამოცანაა, რომ წვეთოვან კვებაზე გადავიდეს, რომ ნელ-ნელა მდგომარეობიდან გამოვიდეს, დაექვემდებაროს მკურნალობას. 10 მაისამდე შევძლებთ იმას, რომ შევაგროვოთ ყველა ის ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სასამართლოს, რომ შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება”, – ამბობს ვალერი გელბახიანი.

დღეს, გოგი წულაიას შვილმა, Facebook-ზე მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, თემურ წულაიას თქმით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსის მდგოამრეობა მძიმეა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – გუშინ მოვიდა კონტრაქტი, საუბარია Novavax-ის მილიონი დოზის ყიდვაზე
შემდეგი სტატიაზალკალიანი – Covid19-ის საწიინააღმედო ვაქცინები ხელმისაწვდომი ხდება აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონის მოსახლეობისთვის